11 რამ სახლში, რაც ხელს გიშლით გამდიდრებაში - ფენ შუის ექსპერტების რჩევა
1789589548
სანქტ-პეტერბურგში მამაკაცი მივიდა ავეჯის ამწყობად სამუშაოდ, მაგრამ მომავალ უფროსთან საუბრისას ანერვიულდა და სწორედ მის კაბინეტში გარდაიცვალა. ინციდენტის შესახებ ტელეგრამის არხი "Mash on the Moika" იტყობინება.
გამოცემის თქმით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცი გასაუბრებაზე მივიდა და თავი დიმიტრიდ წარადგინა. მენეჯერთან საუბრისას ძალიან ინერვიულა, უფროსმა რამდენიმე წუთით ოთახი დატოვა და როცა დაბრუნებულს მამაკაცი იატაკზე დაგდებული დახვდა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ის გარდაცვლილად დაადგინეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამჟამად დაუდგენელია.