VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა - მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. მისი უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. როგორც კელაპტარს რომ დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი. ყველასთვის ჩამოდნა, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
მისი თქმით, არ ახსოვს, რომ ილია მეორეს ვინმე გაელანძღა ან ვინმეზე აუგი ეთქვას. მან ასევე ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც პატრიარქმა იმ ადამიანების სახელების ჩაწერა სთხოვა, რომლებიც მას ტელეეთერში ლანძღავდნენ.
„ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო.
მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვამ.