„ლეგენდა ადამიანი! მან ბევრ ახალგაზრდას შეაყვარა მთა და ბუნება“ - მთამსვლელ შოთა მირიანაშვილს ემშვიდობებიან

შოთა მირიანაშვილი

მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ვეტერან მთამსვლელს, შოთა მირიანაშვილს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთა მირიანაშვილის გარდაცვალების გამო.

შოთა მირიანაშვილი იყო გამორჩეული ქართველი მთამსვლელი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული მთამსვლელობის განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა.

მისი განუზომელი ღვაწლი, თავდადება და პროფესიული საქმიანობა ფასდაუდებელი წვლილია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და მისი სახელი ღირსეულად დაიმკვიდრებს ადგილს ქართული მთამსვლელობის ისტორიაში.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებსა და მთამსვლელთა მთელ საზოგადოებას ამ მძიმე დანაკარგს. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ქართული მთამსვლელობის ისტორიაში.“, – წერს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია.

„ლეგენდა ადამიანი! მან ბევრ ახალგაზრდას შეაყვარა მთა და ბუნება“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ლეგენდარული მთამსვლელი შოთა მირიანაშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.