ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბერში მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ელოდება
1788293260
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე სამმხრივი სამიტის საკითხი, უშაკოვმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
„სი ძინპინმა, როგორც მომავალი სამიტის მასპინძელმა, აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპი სამიტზე ჩავა და, ცხადია, პუტინიც, როგორც მიწვეული სტუმარი. ყველაფერი ისე თუ გამოვა, როგორც ითქვა, შესაძლებელია სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაც. ეს საკითხი ნამდვილად განვიხილეთ“, – განმარტა უშაკოვმა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან მოლაპარაკებები „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში“ გამართა.