რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
მომღერალი, დათო ევგენიძე, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“, ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე საუბრობს.
„დედა ავად იყო და მე მას ვუმალავდი მისი დაავადების შესახებ. სიმსივნე ჰქონდა. უკვე ლოგინად იყო, დამირეკეს, რომ ბაქოში უნდა წავსულიყავი კონცერტზე, არც მიფიქრია წასვლაზე, თუმცა იმ დღეებში დედა ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი, გამოწყობილი, სიგარეტით, ყავით ჩემთან ოთახში შემოვიდა. ჩვეულებრივად დამემშვიდობა, ორი დღით გავფრინდი ბაქოში. შუა დაკვრის დროს მივხვდი, რომ დედა აღარ მყავდა... გავაჩერე დაკვრა... ჩემს ცოლთან მივედი და ვეღარ დამიმალა“,- იხსენებს დათო ევგენიძე.