კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards - ის გამარჯვებულია!

 კოლხეთის ეროვნული პარკი World Travel Awards - ის გამარჯვებულია

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს დაჯილდოებაზე კოლხეთის ეროვნული პარკი„საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2025" ტიტულის მფლობელი გახდა.

კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ გასაოცარი ლანდშაფტები; კატერით ან პონტონით პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე გასეირნების დროს დატკბნენ ულამაზესი ხედებით. ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვების კუთხითაც, რადგან აქ ფრინველთა უამრავი სახეობა იყრის თავს.