ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ნინო დათაშვილი

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დღევანდელ სხდომაზე დათაშვილის ადვოკატები მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვდნენ. მათი განცხადებით, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა და ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტულად გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. ნინო დათაშვილი დღევანდელ პროცესზე ეტლითაც ვერ მიიყვანეს. იგივე შუამდგომლობა დააყენა პროკურატურამაც.

დათაშვილს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე, სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა.