ვის ევალება ქონების გადასახადის შევსება - გამოთვალეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ
1761728628
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ემხრობა უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას და არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ჩვენი ხედვა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის: 1. ევროპამ უნდა აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან – ჩვენ უნდა გვქონდეს ხმა; 2. უკრაინა უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორი და არა ევროკავშირის წევრი; 3. უკრაინის დაფინანსების მინიმუმამდე შემცირება, რესურსების ევროპაში შენარჩუნება; 4. თითოეული ქვეყნის ენერგეტიკული არჩევანის პატივისცემა“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ორბანის განცხადებით, ევროპა უნდა იყოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.
მისი თქმით, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ რუსეთ-უკრაინული მოლაპარაკებების გზით, ამიტომ საჭიროა გარე ძალების ჩართვა, ეს შეიძლება იყოს შეერთებული შტატები ან ევროპა.
როგორც ორბანი აღნიშნავს, ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარის თქმა კატასტროფული შეცდომაა.
„ამერიკელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და მიაღწევენ შეთანხმებას, რითიც გადაწყვეტენ უკრაინის მომავალს, ეკონომიკურ რესურსებს და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ, ევროპელები, ვიქცევით ისე, თითქოს ეს ჩვენთვის მისაღებია და შემდეგ ტაშს ვუკრავთ. სინამდვილეში, ჩვენ არ შეგვიძლია არსებითი გავლენა გვქონდეს საკუთარ მომავალზე, ამიტომ გვინდა, რომ ევროპელი ლიდერები ჩაერთონ პირდაპირ მოლაპარაკებებში რუსეთთან და მიაღწიონ რუსეთ-ევროპის შეთანხმებას“, – თქვა ორბანმა.