„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, სოფლებში: ჭართალი, მუგუდა, წითლიანა, ხევშა, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ვეშაგურნი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.