კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი და ინოვაცია მედიცინაში - 5-წუთიანი ვაქცინაცია, ხანგრძლივი ქიმიოთერაპიის ნაცვლად

კიბო

ვაქცინა, როგორც ხსნა მომაკვდინებელი დაავადებებისგან, სათავეს 18-ე საუკუნიდან, სწორედ ბრიტანეთიდან იღებს, როდესაც ედუარდ ჯენერსმა ყვავილის აცრა შეიმუშავა და მსოფლიოს უკურნებელი სენის დამარცხებაში დაეხმარა.

შემდეგ იყო სხვა აღმოჩენები იმუნოლოგიაში - წითელას, დიფტერიის, ტეტანუსის, პოლიომელიტისა თუ ე.წ. შავი ჭირის აცრები. მეცნიერებმა, ბიოლოგიური პრეპარატით, ამა თუ იმ დაავადების მიმართ იმუნიტეტის ხელოვნურად გამომუშავება შეძლეს.

მას შემდეგ, რაც კიბო მედიცინის მთავარ გამოწვევად აღიარეს, გაჩნდა მოლოდინი, რომ მეცნიერები ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგაც შექმნიდნენ ვაქცინას.

კიბოს ვაქცინაციის შესახებ ცნობა, პირველად ისევ ბრიტანეთიდან გავრცელდა.

ინგლისი სიმსივნის იმუნიზაციას იწყებს! პროგრამა 15 მიმართულების ონკოლოგიურ დაავადებას მოიცავს, მათ შორის, ყველაზე მაღალი სტატისტიკის - ძუძუს კიბოს, შარდის ბუშტისა და საყლაპავის ონკოლოგიურ დაავადებებს.

თანამედროვე ონკოლოგიაში წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის კლასიკური გაგებით ვაქცინა, რადგან ის არა დაავადების პრევენციისთვის, არამედ უკვე დაავადებული ონკოპაციენტებისთვის კეთდება.

ექიმები არაერთ კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ამ დროისთვის უნივერსალური მედიკამენტის ან ვაქცინის პერსპექტივა, რომელიც ყველა სახის სიმსივნურ დაავადებას განკურნავს ან უმკურნალებს არ არსებობს. ყველაზე ეფექტურ მკურნალობად კი კვლავ რჩება იმუნოთერაპია.

დამოუკიდებელი და უნივერსალური ვაქცინა სიმსივნის წინააღმდეგ ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა მეცნიერება და მედიცინა ამ მიმართულებით მუშაობას არ წყვეტს, განაგრძობს წინსვლას და იძლევა იმედს, რომ, კაცობრიობის ისტორიაში არაერთი მომაკვდინებელი დაავადების მსგავსად, კიბოც დამარცხებულად გამოცხადდება.

ვრცლად ↓