„ცხოველი გადამიხტა წინ...“ - გოგა მანია ავარიაში მოჰყვა
1750076547
აქ ყველაზე საინტერესო არის ორი ეპიზოდი. პირველი, რომ ეს არის ხაზარაძის მიერ დაკვეთილი კვლევა და მეორე, რომ მათ მიერ დაკვეთილი კვლევითაც კი, „ქართული ოცნება“ იღებს დამაჯერებელ გამარჯვებას, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 54% ამბობს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
„ამაზე ღიმილისმომგვრელი მათ ქმედებებში რა შეიძლება იყოს, რთული წარმოსადგენია. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ აპირებს დამაჯერებელ გამარჯვებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც. ეს კვლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის ოპოზიციური აქტორების მიერ ჩატარებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა ტიპის მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
სოციალური კვლევისა დაანალიზის ინსტიტუმა რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისს ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2 000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. ცდომილება განსაზღვრულია 2,2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.