„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
გასტროენტეროლოგი, ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„პაციენტის შეშინება - ცუდია.
ვისაუბროთ და ვიფიქროთ ამაზე. ზოგადად, შიში შეიძლება ადამიანს ისედაც გაუჩნდეს ექიმთან საუბრის ან რამე პროცედურის შემდეგ და ეს მაინცდამაინც გამიზნულად არ ხდებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას ექიმები გამიზნულად აკეთებენ. ახსნა შემდეგია - ადამიანი ბრიყვია, თუ არ შეაშინე, ისე თავს დაიზიანებს და არ შეასრულებს რეკომენდაციებს. არადა რეალური ახსნა გითხრათ რა არის? შეშინებული ადამიანი უფრო მორჩილია, გააკეთებს ყველაფერს რასაც ექიმი უბრძანებს. იქ სადაც ექიმი არის ბატონი და პატრონი, შიში მისი იარაღია. არადა ექიმი არ უნდა იყოს ბატონი, არც ადამიანურია ასეთი მიდგომა პაციენტთან და არც პროდუქტიული. პაციენტი გუნდის წევრად უფრო გჭირდება, ვიდრე - ყმად.
მე, როგორც გასტროენტეროლოგს, შიში მეზიზღება ბევრი მიზეზის გამო და მათ შორის უმთავრესის - შიშები წარმოქმნიან ჩივილებს.
დიახ, მუცელი მეტად გებერებათ როცა შეშინებული ხართ.
კუჭიც მეტად გეწვით როცა შეშინებული ხართ.
გულძმარვაც მეტი გაქვთ როცა შეშინებული ხართ.
დეფეკაციაც მეტად გაქვთ, როცა შეშინებული ხართ.
მეცნიერებაა ეს. ნერვების მოქმედებაა. არ გეჩვენებათ. ყველა ეს ჩივილი ნაღდია და რეალური და ისინი გამოიწვია მუდმივად აღგზნებულმა ამიგდალამ და ყველა გაფაჩუნებაზე ჩართულმა HPA-ღერძმა.
ჰოდა, “ექიმი-ბატონების” დამხობას აქ დრო დასჭირდება, ათწლეულებიც. პაციენტები მაგას ნუ დაელოდებით, უბრალოდ გახსოვდეთ რომ ექიმი თუ გამიზნულად გაშინებთ, ესე იგი დიდად არაფერში გარგიათ და გულთან ახლოს მისი სიტყვები არ მიიტანოთ.
და ჰო - ზრუნვის მიზნით ოჯახის წევრის შეშინება ექიმს არასდროს თხოვოთ. ნუ, მე მაინც არ მთხოვოთ. შიშებთან ეს დამოკიდებულება მაქვს რაც დავწერე და არ გამოვდგები ბუად",- წერს ზარქუა.