„ხმამაღლა გეყვიროს. მადლობა, ღმერთო, ამ ბედნიერებისთვის...“ – მაია ჯაბუას ემოციური წერილი ლიზა ყენიას

მაია ჯაბუა

მომღერალმა ლიზა ყენიამ დედის, მაია ჯაბუას ემოციური წერილი გააზიარა, სადაც მაია შვილს უამრავი თბილი სიტყვით ამკობს.

„მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გამომიგზავნა შენი თავი. რა გითხრა, სიტყვები ვერ მეხმარება იმის გამოსახატავად, რაც მინდა გითხრა და რასაც ვგრძნობ. მეიმედები, ჩემი საყრდენი და ძალა ხარ. ჩემი სილამაზე ხარ, ნიჭიერება, სიფსიხე, სიკეთე, რწმენა, ფიქრი, სევდა, მხიარულება, სიცილი, მიტევება და რწმენა ხარ. გაიმარჯვე!  ხმამაღლა გეყვიროს. მადლობა, ღმერთო, ამ ბედნიერებისთვის," - წერს მაია ჯაბუა შვილს.