1769941637
ხევსური ექიმი, რომელიც თავის ქალის ოპერაციებს, ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა
მგელიკა ლიქოკელი ხევსურეთში 1870-1930 წლებში ექიმობდა.
გადმოცემის თანახმად, მგელიკა ლიქოკელი მამისგან და პაპისგან მიღებული ცოდნით კურნავდა ხალხს და მისი წინაპრებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ დასტაქარობის ხელოვნებას
ფაქტია, რომ მას ცოდნა ჰქონდა პროფესიონალებისგან და თავის ქალის ტრეპანაციას თავისი შეხედულებით ვერ ჩაატარებდა.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს, რომ საუკუნეების წინ საქართველოში მედიცინა მაღალ დონეზე იყო.
პოლონელ მწერალს ჰელენა ბობინსკას ხევსურეთის შესახებ, რუსეთში მყოფი პოლონელი კინორეჟისორის, კაზიმეჟ ჰერტელისგან გაუგია, რომელმაც კავკასია კინოფირზე გადაიღო. მასთან ერთად ყოფილა გრიგოლ რობაქიძეც.

თავის რომანში „ქაბუნაურთა შთამომავლის შურისძიება“ ბობინსკა წერს:
„ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავთ? ღმერთმანი, როდესაც მისი უბრალო ჩაქუჩები, დანები და მახათები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვიდრე ექიმად. გასაოცარია, მას ამ იარაღებით თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია. როგორც ირკვევა მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. ის ექიმობაში სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა და შემდეგ თვითონაც ექიმობის გზას დადსგომია.”
მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული ექიმსა და მწერალს, გიორგი თედორაძეს თავის წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“.
გიორგი თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ. მაღალმთიან ხევსურეთში დასტაქრობის ტრადიცია ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ეს მხარე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს, ზვავების და უგზოობის გამო. ავადმყოფ ბიძურა არაბულს, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა, კიდურები დადამბლავებული. გიორგი თედორაძეს იგი თბილისის ნეიროქირურგიულ საავადმყოფოში გაუწერია. რამდენიმე ხნის შემდეგ ავადმყოფს შემთხვევით შეხვედრია და გაკვირვებული დარჩენილა, ასეთი ტრავმის შემდეგ მორჩენილი რომ უნახავს. გამოურკვევია, რომ არაბული თბილისში კი არ წასულა, მისთვის ოპერაცია მგელიკას გაუკეთებია. განაგრძეთ კითხვა...












