5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1764876674
საქართველოში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატება ფიქსირდება. ქვეყანაში, ამ დროისთვის, H3N2 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მარტივად გადამდებლობა ახასიათებს.
როგორც ექიმები განმარტავენ, აღნიშნულ ვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. მედიკოსები შემთხვევების პიკს იანვრის თვეში ელოდებიან.
გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად ექიმები საზოგადოებას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რომელიც უფასოა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
"ადრეული დასაწყისი არის სწორედ განმასხვავებელი თვისება ამ ვირუსის. სწორედ ამ იოლმა გადამდებლობამ და გავრცელებამ განაპირობა წელს გრიპის შემთხვევების უფრო ადრეული დასაწყისი და მკვეთრი მატება დროის მოკლე მონაკვეთში. არანაირი სხვა, ანუ უფრო მძიმედ მიმდინარეობა, ან რაიმე განსხვავებული კლინიკური ნიშანი მას არ ახასიათებს. წელს, იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევებმა უფრო ადრე დაიწყეს მატება, შესაძლებელია, შემთხვევების პიკი მოვიდეს დეკემბრის მეორე ნახევარში, მაგრამ მეტი ალბათობით, ეს იქნება იანვრის თვე," - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.