"ისეთი წესიერი და საყვარელი ბიჭი იყო, დაშვებაც არ მინდა, რომ რამე ცუდს გააკეთებდა"- თბილისში ავარიით გარდაცვლილ ტაქსის მძღოლს მეგობრები და ახლობლები იხსენებენ

ავარია

„რამხელა ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი გოგო და ჩვენი საყვარელი იგორი დაიღუპნენ. ვერ დავუშვებ, რომ რამეს არასწორს გააკეთებდა, ვფიქრობ, გაუგებრობაა. გლოვა უნდა ვაცალოთ ოჯახებს, ამ ტკივილის გადატანა და ვითარება გაირკვევა. წლებია, ჩვენი მეგობარი მგზავრებს ემსახურება და ერთი საყვედური არ მოგვისმენია. ეს ამბავი თავზარივით დაგვეცა, ნუ ავტეხთ მითქმა-მოთქმას, სწორი არ არის მიცვალებულების ოჯახებთან,"- ამბობს დაღუპული ტაქსის მძღოლის მეგობარი.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად, 23 წლის თამარ გერმანიშვილი და ახალგაზრდა ტაქსის მძღოლი იგორ ენიგბარიანი დაიღუპნენ.

ორივე მათგანი თელავიდას მკვიდრია.

ავარიიდან მეორე დღეს, თამარ გერმანიშვილის დამ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ამბობდა, რომ თამარი მოკლეს და ამაში გარდაცვლილ ტაქსის მძღოლს ადანაშაულებდა.