ნიკოლას მადურო სასამართლოში მიიყვანეს

ნიკოლას მადურო

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა ნიუ-იორკი და მანჰეტენის ფედერალური სასამართლოა, სადაც ნიკოლას მადურო გადაიყვანეს. ვენესუელის პრეზიდენტის ეტაპირება ბრუკლინის ციხიდან ვერტმფრენით მოხდა.

მადუროს ნარკოტერორიზმსა და შტატებისთვის საფრთხისშემცველი იარაღის შენახვას ედავებიან. მანამდე ვაშინგტონი დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კარაკასს სრულად აკონტროლებს.

პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტმა ახსენა გრენლანდია და მასთან ერთად კუბა, კოლუმბია და ჩილე, რომლებსაც თეთრი სახლი ასევე ადანაშაულებს ნარკოტერორიზმში.