ხობში ორი პირი დაჭრეს - რა დეტალებია ცნობილი

ლენტა

ხობში ორი პირი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი, მეორეს კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

არსებული ინფორმაციით დაკავებულია 21 წლის ახალგაზრდა. მას ფოთის რაიონულმა სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.