1733169705
ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
ირლანდია 87,000 დოლარამდე გრანტს სთავაზობს მათ, ვისაც სურს, მის ოფშორულ კუნძულებზე საცხოვრებლად გადავიდეს და ცარიელი სახლი გაარემონტოს.
ქვეყანა ცდილობს, გააცოცხლოს და მომავლით უზრუნველყოს, თითქმის, 30 კუნძული, სადაც 3,000 ადამიანი ცხოვრობს. ერთ-ერთი პირობა ახალ სახლში, მინიმუმ, 10 წელი ცხოვრებაა.
პროგრამა ყველასთვის არის გათვლილი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დისტანციურად დასაქმებულებს ეთმობა, რაც კუნძულების ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის აუცილებელია.