რუსეთის იერიშს კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა

ფოტო: Facebook

 რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამშობიაროს შენობა.

მომხდარს ნიუ-იორკიდან გამოეხმაურაუკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს რუსეთზე ტოტალური ზეწოლისკენ მოუწოდა.

„დღეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა სწორედ იმ მომენტში განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან შეხვედრაზე ლინდსი გრემის კანონპროექტსა და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განვიხილავდით. რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.