ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება არის ერთადერთი სწორი ფორმა არსებული რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ.
"ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ის ლაიტმოტივი ვიზიტისა, რაც გულისხმობს საქართველოსა და ლუქსემბურგს, საქართველოსა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ურთიერთობის ნორმალიზებას, დიალოგს, როგორც ერთადერთ სწორ ფორმას ურთიერთობისა იმ გამოწვევებს, რომელიც გააჩნია საქართველოს რეგიონული მასშტაბით, ასევე, დღევანდელი მსოფლიოს იმ გამოწვევების ფონზე, რაც უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებით არსებობს.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ნახავს იმ სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში. აქ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეიდან ლუქსემბურგში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.
დაგეგმილია შალვა პაპუაშვილისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
ქართული საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.