ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე შეზღუდვა დაწესდა - გაფრთხილება მძღოლებს

გზა თოვლი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სხვა ამბები:

პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის 25 იანვრის სავსე მთვარე დიდ ფინანსურ სარგებელსა და წარმატებას მოუტანს

„ვიტყოდი უმაკიაჟოდ მახინჯი ვარ-მეთქი, მაგრამ ასე არ ვფიქრობ…” - რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანი