იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის სოფელ გორდის მიმდებარედ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ნკ

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის სოფელ გორდის მიმდებარედ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს 5 კუბურ მეტრამდე, წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაჰქონდათ.

ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.