მოულოდნელი შეთავაზებები, ფინანსური სიურპრიზი და წარმატების მიღწევის მეტი შანსი - 6-12 ოქტომბრის პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

 2025 წლის 6-12 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეებს ჰპირდება. კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს კი ვრცლად გაგიზიარებთ:

ვერძი
კვირა ახალი შესაძლებლობებით დაიწყება. სამსახურში, საქმიან ურთიერთობებში შეამჩნევთ ისეთ დეტალებს, რომლებსაც ადრე ვერ ხედავდით. შესაძლოა, განვითარების ან პოზიციის შეცვლის ძალიან კარგი შანსი გაჩნდეს. ასევე, მიმდინარე კვირის განმავლობაში ფინანსური სიურპრიზიც გელოდებათ. გულწრფელი საუბრებისა და სხვადასხვა საკითხის საბოლოოდ გადაჭრისთვის კარგი დროა. 

კურო
სამსახურში მოთმინებითა და თანმიმდევრულობით შეგიძლიათ, თქვენი პოზიცია გააძლიეროთ. ნელი ნაბიჯები უფრო საიმედოა, ვიდრე სწრაფი გადაწყვეტილებები. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. შესაძლოა, მიმდინარე კვირის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები შეგხვდეთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებისთვის მზად იყოთ და პასუხისმგებლობების აღებამ არ შეგაშინოთ.

ტყუპები
 
მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა ნიშანს ყურადღება მიაქციეთ. გახსოვდეთ, ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ორჯერ დაფიქრდით, სანამ ილაპარაკებთ. სამსახურში წარმატების მიღწევას შეძლებთ. შუა კვირა კი სიცხადის პერიოდი იქნება, როდესაც გარკვეულ საკითხებს საბოლოოდ გააცნობიერებთ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ.

 კირჩხიბი
ეს კვირა სტაბილურობის განცდას მოგიტანთ. ყველაფერი, რაზეც წინა პერიოდებში ნერვიულობდით, ნელ-ნელა ლოგიკურ დასასრულამდე მივა. წარსულიდან ნიშანი კი შეგახსენებთ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. ნუ დაუთმობთ წარსულზე ფიქრს დიდ დროს. შეგიძლიათ, გამოცდილება გამოიყენოთ და აწმყოში ისე იცხოვროთ, როგორც თავად გსურთ. მიმდინარე კვირა შინაგან ჰარმონიას მოგიტანთ და მოტივაციასაც გაგიზრდით.

ლომი
მოულოდნელი სიახლეების კვირა იწყება. ბიზნესსა და სხვადასხვა საქმიანობაში შეძლებთ, საკუთარი თავი უკეთ გამოხატოთ და დაამტკიცოთ, რომ თქვენი მიდგომები აბსოლუტურად გამართლებულია. იყავით თავდაჯერებული და თამამი. მიმდინარე კვირა გაძლევთ შანსს, ყველაზე ამბიციურ გეგმებსაც კი შეეჭიდოთ და წარმატებას მიაღწიოთ. ცვლილებების სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობის გაწევა გაგიჭირდებათ.

ქალწული
საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ერთი შემთხვევითი საუბარი შესაძლოა, თქვენთვის შთამაგონებელი აღმოჩნდეს და ახალ იდეებზე ფიქრი დაიწყოთ. მიმდინარე კვირაში თქვენი შემოქმედებითობა, კრეატიულობა, საკითხებისადმი განსხვავებული მიდგომა წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ. მენტალურ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. მნიშვნელოვანია, დროდადრო შეისვენოთ, მიღწეულით დატკბეთ და ახალი გეგმები შემდეგ დასახოთ.

 სასწორი
კვირის განმავლობაში მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და იმ საკითხებს, რომლებიც აქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო გადადეთ, გვერდს ვეღარ აუვლით. ახალი პარტნიორობა და შეთავაზებები ფინანსების გაუმჯობესების შანსს მოგცემთ. უმჯობესია, კვირის განმავლობაში ხშირად განიტვირთოთ და ძალები აღიდგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მომატებულმა ემოციამ გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი შეგიშალოთ.

მორიელი
შუა კვირაში შესაძლოა, წარსულში დატოვებულმა ურთიერთობამ თავი კვლავ შეგახსენოთ. ენერგიის კამათში ხარჯვას აზრი არ აქვს; ამ ბრძოლიდან გამარჯვებული ვერ გამოხვალთ. თქვენი სხეული, შინაგანი მდგომარეობა დიდი ხანია, შესვენებას ითხოვს. ამიტომ, ჯობს, მიმდინარე კვირის განმავლობაში განტვირთვაც დაგეგმოთ და სხვადასხვა საქმეზე შემდგომ იფიქროთ...ვრცლად