მარინ ლე პენი: ემანუელ მაკრონის გადადგომა გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა

მარინ ლე პენი

ემანუელ მაკრონის გადადგომა გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, – ამის შესახებ ფრანგული ოპოზიციური პარტია „ეროვნული კრების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.

ფრანგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეროვნული ასამბლეის დათხოვნას „აბსოლუტურად გარდაუვლად“ მიიჩნევს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ახალი მთავრობის არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა. სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 9 სექტემბერს დაინიშნა.