ზუგდიდის ახლად არჩეული მერი მიტროპოლიტმა გერასიმემ დალოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა

დათო კოდუა

დღეს ზუგდიდსა და ცაიშის მიტროპოლიტს გერასიმე შარაშენიძეს ზუგდიდის ახლადარჩეული მერი დათო კოდუა, სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან ერთად ესტუმრა. მეუფე გერასიმემ ზუგდიდის ახალადარჩეული მერი, ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად დალოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობააში წარმატებები უსურვა.

"ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ვესტუმრეთ, მეუფის ლოცვა-კურთხევა ძალიან დიდი ძალაა ჩემს მომავალ საპასუხისმგებლოს საქმიანობაში. მადლობა მიტროპოლიტს ჩვენს ეპარქიაში სულიერების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დღეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მეუფეს ჩვენი დიდი მხარდაჭერა. დედა ეკლესია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ასე იქნება სამარადისოდ", - აცხადებს დათო კოდუა.