სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
საქალაქო სასამართლო მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, ლაშა ბერიძისა და პაატა მანჯგალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
დაკავებულებს ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების, ჯგუფურად ჩადენილი მცდელობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. ბრალდება 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება.
„საქმის მასალებში არაფერი ხელშესახები არ დევს, გარდა თავად დაკავებულების პოლიტიკური განცხადებებისა. ამის მიღმა დევს, რომ დაზიანდა პრეზიდენტის სასახლის ღობე. მოლოდინი არ მაქვს, რომ დაცვის მხარის დასაბუთებულ შუამდგომლობებს სასამართლო დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ.
„მთხოვა, რომ ამ ეტაპზე თავი შევიკავო კონკრეტული კომენტარებისგან. ვფიქრობთ, რომ ეს საქმე არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი და ამიტომ გირაოს ოდენობა არ იქნება გადამწყვეტი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, არ შეფარდების თაობაზე“, - აღნიშნა ლაშა ბერიძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩლაძემ.