დაგროვებითი პენსიის ნაადრევად გატანის დეტალები
1759831510
ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო 4 ოქტომბერი საქართველოში, ნამდვილად არ იყო შავი დღე, პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ელჩები საგარეო უწყებაში საყვედურისთვის არ დაუბარებიათ.
„ის განცხადებები, რომელიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა მინისტრმა.