„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. 1924 წლის აჯანყებასთან გაავლეს პარალელი, ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ბრძოლა მშვიდობიანია.
„ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი. მშვიდობიანი ბრძოლა ძალიან სპეციფიკურია. დღეს რომ აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო. აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს. ერთ პარალელს გეტყვით, რომ ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლაშა ბერიძემ.
სასამართლომ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.