სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს

ლიკა შენგელია

რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილსა და მოდელ ლიკა შენგელიას შორის კონფლიქტი დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. ორივე მხარე სოციალურ ქსელებში ერთმანეთის საპასუხო უამრავ წერილს ავრცელებს. 

ამჯერად, ლიკა შენგელიას მხარდამჭერი პოსტი მისმა ყოფილმა მეუღლემ, ბიძინა ჯიხვაძემ დაწერა.

„ჩემი შვილების დედა! ყველაზე მზრუნველი და თავდადებული დედა და ეს ყველამ იცის, ვინც კი მას იცნობს. ჩვენ საოცარი 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღემდე ერთად ვზრდით ჩვენს შვილებს. დღემდე ერთმანეთთან დიდი სიყვარული და პატივისცემა გვაკავშირებს!

მე ერთი მინდა ვთქვა, არსებობენ ქალები, რომლებსაც არასოდეს ღალატობენ და არც მიატოვებენ რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში, რადგან ის შვილების დედაა. ის უერთგულესი ქალი, დედა და ადამიანია! მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ვიღაცის მახინჯი აზრი ვერ შეცვლის რეალობას და სიმართლეს. ერთი იცოდეთ ყველამ, სანამ მე ცოცხალი ვარ, მუდამ ვიქნები ჩემი ოჯახის, ჩემი ხუთი შვილის და ჩემი შვილების დედის გვერდით, მუდამ დავიცავ და არავის მივცემთ უფლებას, დაჩაგროს და შეეხოს ჩვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს. მთელი ჩვენი ოჯახი ერთ მუშტად არის შეკრული და ამას ვერანაირი სიმახინჯე ვერ დაანგრევს,“ - წერს ბიძინა.