ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინაში ქართველ მებრძოლთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი. აღვავლენთ ლოცვებს დავით მენაბდიშვილის, ნიკოლოზ შანავას, ალექსანდრე ცაავას, არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.