„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა, რომელიც თერაპიულ, ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ მიმართულებებს მოიცავს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მათ იაპონიის ელჩის მოადგილე გოსუკე ჰორიგუჩსთან ერთად, კლინიკის სხვადასხვა განყოფილება და გადაცემული აპარატურა დაათვალიერეს.
თეა გიორგაძემ ელჩის მოადგილეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა კლინიკის პრიორიტეტულ მნიშვნელობას,დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იაპონია საქართველოსთვის ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია ჯანდაცვის სფეროში.