გზა დამლაგებლობიდან მილიარდერობამდე - როგორ გამოიყურებიან ვლადიმირ პუტინის საყვარელი და „უკანონო“ ქალიშვილი

პუტინის საყვარელი


ჟურნალისტებმა ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი - სვეტლანა კრივონოგი იპოვეს. ის მულტიმილიონერია, მისი ქალიშვილი კი კრემლის მფლობელს „ფენომენალურად ჰგავს“.
ამის შესახებ საგამოძიებო გამოცემა „პროექტი“ იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კრივონოგი პუტინს 1990-იანი წლების ბოლოს შეხვდა. ამ პერიოდში ის კომუნალური ბინიდან გადავიდა საცხოვრებლად და მალევე დასაქმდა „როსია ბანკში“, რომლის მთავარი აქციონერი რუსეთის პრეზიდენტის მეგობარი, იური კოვალჩუკია. აქ სვეტლანამ თავბრუდამხვევი კარიერა გააკეთა - 2007 წლისთვის იგი გახდა ბანკის თანამფლობელი, მიიღო აქციების 3,6 პროცენტი.

კრივონოგიხს ასევე ეკუთვნის სათხილამურო კურორტი იგორია, სადაც პუტინს უყვარს დასვენება.
ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი კრივონოგიხის ოჯახის მთელი ქონება და ბიზნეს აქტივები შეიძლება შეფასდეს 7,7 მილიარდ რუბლად ანუ დაახლოებით 100 მილიონ დოლარად.


საინტერესოა, რომ სვეტლანა კრივონოგიხს ჰყავს ქალიშვილი, ელიზაბეთი, რომელიც 2003 წელს დაიბადა. სწორედ მაშინ დაიწყო პუტინმა მზადება კარიერის გზაზე პირველი ხელახალი არჩევნებისთვის. ელიზაბეთის მამა არ არის მითითებული დოკუმენტებში, ცნობილია მხოლოდ მისი სახელი - ვლადიმეროვნა.

დღეს ელიზაბეთი სხვა გვარით ცხოვრობს და სოციალური მედიის ანგარიშებს სავარაუდო სახელით მართავს. თუ ვიმსჯელებთ იმ ფოტოებით, რომლებიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, ის ფენომენალურად ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს.

ჩატარებულმა კომპიუტერულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მსგავსება პუტინსა და ელიზაბეტ კრივონოგიხის ფოტოებს შორის არის 70,44%. აღნიშნულია, რომ 75 პროცენტზე მეტი მსგავსება ნიშნავს, რომ სურათები ერთი და იგივე ადამიანისაა. ჟურნალისტები არასრულწლოვანი გოგონას ფოტოებს არ აქვეყნებენ.
გამოცემა "პროექტის" შემქმნელები წერენ, რომ სვეტლანა კრივონოგიხმა ბავშვობა კომუნალურ ბინაში გაატარა.

„ოჯახს ფული არ ჰქონდა: 90-იანი წლების დასაწყისში სკოლის დამთავრების ატესტატის მიღების შემდეგ, სვეტლანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა მაღაზიაში, დამლაგებლად. იგი ჩაირიცხა ეკონომიკისა და ფინანსების უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე. 
2000 წელს კრივონოგიხმა დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო დიპლომი. იმავე წელს დედასთან ერთად დატოვა კომუნალური ბინა და ძვირად ღირებული უძრავი ქონების მფლობელი გახდა.

კრივონოგიხის ოჯახის ყოფილმა მეზობლებმა, პროექტის ჟურნალისტების კითხვაზე, საიდან შეიძლებოდა ქალს ამდენი ფული ჰქონოდა, თქვეს, რომ მას "1990-იან წლებში ჰყავდა მდიდარი მეგობარი ბიჭი". ამბობენ, რომ ეს იყო „სანკტ-პეტერბურგში, ძალაუფლების მქონე ჩინოვნიკი“ და მას ეძახდნენ „პაპიკს“.

ოფიციალურ დოკუმენტებში, რა თქმა უნდა, არ არის პასუხი კითხვაზე სვეტლანა კრივონოგიხის რჩეულზე.

„გუშინდელი სტუდენტი“ მოულოდნელად რამდენიმე კომპანიის კაპიტალს დაეუფლა, რომელთა შორის პეტერბურგის ბანკი „როსია“ გამოირჩევა.

2001 წელს სვეტლანა კრივონოგიხი გახდა ბანკის აქციონერი. კრივონოგიხებზე დარეგისტრირებულია კომპანია „რელაქსი“, რომელზედაც, ბანკში მისი წილი ფიქსირდება. მისი წილი ბანკში 3,6%-ია.

„ბანკი რასსიას“ მხარდაჭერით კრივონოგიხი კიდევ ერთი დასასვენებელი ობიექტის – „ლენინგრადის ცენტრის“ მფლობელი გახდა.