„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ვაჟა მაჩაიძის ოჯახს უსამძიმრებს.
„დიდად ვწუხვართ ბატონი ვაჟას გარდაცვალების გამო. კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება გამოაკლდა საქართველოს საპატრიარქოს იმ თანამშრომელთა რიცხვს, რომლებიც ჩემი მოღვაწეობის დასაწყისი პერიოდიდან დღემდე საქმიანობდნენ ჩვენს საეკლესიო სივრცეში.
გულთბილი, დაუზარელი, თავმდაბალი, უღალატო, - ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმან, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა.“,- ნათქვამია წერილში.
