„გულის ფრიალი, აჩქარებული გულისცემა, საერთო სისუსტე" - სიმპტომები, რომლის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს

ბუხუტი ბერიძე

როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – „თბილისის გულის ცენტრი“ სოციალურ ქსელში კარდიოლოგისა და არითმოლოგის, ბუხუტი ბერიძის რჩევებს აქვეყნებს.

კარდიოლოგი იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია სპეციალისტისთვის მიმართვა:

„თუ ჩვენ გვაწუხებს გულის ფრიალი, რომელიც შეიგრძნობა გულმკერდის არეში, გაწუხებთ მუდმივად აჩქარებული გულისცემის შეგრძნება. პერიოდულად უეცრად, ძლიერ გვიჩქარდება გულისცემა, რომელიც თავისით იხსნება ან გრძელდება წუთებისა და საათების განმავლობაში, ან გვაწუხებს გულისცემის ამოვარდნის შეგრძნება, თითქოს გული გაჩერდა და ხელახლა დაიწყო მუშაობა. შეიძლება პირიქით გვაწუხებდეს შენელებული გულისცემა, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, თვალებში დაბნელება, თავბრუსხვევა, თითქოს გონებას უნდა დავკარგოთ, ან დავკარგეთ გონება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ არითმოლოგს“, – ამბობს ექიმი.