შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს კასპის ეპისკოპოს დამიანე ხუფენიას გარდაცვალების გამო.
„გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია, დიდია ჩვენი გულისტკივილიც.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე.
სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე.
შევნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.