ცნობილია, რამდენი ქულა მიიღო საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე
1792877386
ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის 140-ე საერთაშორისო გამოფენას გუანჯოუ მასპინძლობს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები უკვე გაეცნენ სექტორის ინოვაციებსა და წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს. გაიმართა B2B ფორმატის შეხვედრები წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან.
Canton Fair ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები და წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენის მეორე ფაზაზე წარმოდგენილია თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკა, ავეჯი, ენერგოეფექტური საინჟინრო გადაწყვეტები, კერამიკული ნაწარმი და გარე სივრცეების მოწყობისა და გამწვანებისთვის საჭირო ინვენტარი.