„გთხოვთ, ჯოჯოხეთს ნუ უწოდებთ... იქ დარჩენილ ბავშვებზე იფიქრეთ, იქ ხალხი ცხოვრებას აგრძელებს“ - ემოციური მიმართვა ვრცელდება

რაჭა

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.

კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

რაჭის ჯგუფში ერთ-ერთი მოქალაქე საზოგადოებას მიმართავს.

„ეს ადგილი ახლაც ასეთია. გთხოვთ, ჯოჯოხეთად ნუ მოიხსენიებთ. უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, უმწარესი, მაგრამ იქ ხალხი ცხოვრობს, მეგობრებო.

ბავშვებს ზრდიან იქ არიან ზამთარ-ზაფხულს. ჯოჯოხეთს ნუ უწოდებთ, იმ ხალხს გამხნევება სჭირდება, ბუნების სილამაზე არსად წასულა. იმ კონკრეტულ ადგილს სადაც მეწყერმა გადაუარა, ცუდი დასანახია და მით უმეტეს როცა ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ დავკარგეთ უახლოესი ნათესავები, ოჯახის წევრი, თანამოქალაქე. ეს ყველას ტრაგედიაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ იქ ხალხი ცხოვრებას აგრძელებს. მათ ისედაც დაზიანებულ ფსიქიკას, აღარ უნდა ამდენი ნეგატივის წაკითხვა და გაგონება.

ყველას გვტკივა, მაგრამ ამით იქ დარჩენილ არასრულწლოვნებზეც იფიქრეთ. შოვის სილამაზე არსად წასულა. ბუბის მეწყერმა შოვს წაართვა ადამიანები, ეგაა უბედურება თორემ შოვი ისევ ისეთი მწვანე და ლამაზი იქნება“,-წერს მოქალაქე.

ასევე ნახეთ: 

„აბიტურიენტების საყურადღებოდ!“ - გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

„უმძიმესია ჩემთვის ეს რეალობა... ნეტავ, არც მცოდნოდა ვინ იყო...“ - ემიგრაცია გლოვობს ზაზას და მის ოჯახს

„წინსაფარზეც ბოლო ზარის უცნაური სურათით… თვალებში ჩამდგარი სევდით, სამყაროს ტოლი გულით...” - ნატო ჭელიძის თანაკლასელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს