„გთხოვ მალე გამოჩნდი... მონატრებაზე ძნელი არაფერი ყოფილა ამ ქვეყნად“ - რას წერს ახლობელი გიორგი შამუგიას შესახებ

გიორგი შამუგია

თბილისში, ავარიის შედეგად, მტკვარში გადავარდნილ ავტომობილში მყოფ ერთ მგზავრს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა დაიღუპა. ერთი კი გადარჩა.

გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ოჯახის წევრი მეგი კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

„მონატრებაზე ძნელი არაფერი ყოფილა ამ ქვეყნად. ვწერ იმიტომ რომ მომენატრე, გვაკლია შენი ღიმილი და სითბო, უამრავ მოგონებას, შენი ნახვის სურვილს და ზღვა ცრემლს ვიტევ ამ პატარა გულში, მგონია მისმენ და გამიგებ. დღეს რვა დღე გავიდა... შენი მონატრებით, შენზე ფიქრით, შენი ტკივილით სავსე რვა დღე.

იცი? ვერ ვიჯერებ რომ აღარ ხარ, ვიგრძენი რა არის გულის ტკივილი, ტკივილი რომელსაც ვერაფერი აყუჩებს, სული გეხუთება, სუნთქვა გიძნელდება და უფალს ევედრები რომ ეს სიმართლე არ იყოს. ფიქრობ და ვეღარ ხვდები რა უნდა გააკეთო, ჭკუიდან გშლის შენი უძლურობა რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.

გახსენდება ყველაფერი რაც ამ დღემდე იყო და თანდათან ხვდები რომ უკვე დამთავრდა... გიგუ მენატრები.. კიდევ მინდა რამე მოგიყვე.. აზრები ირევა და ცრემლები ბინდავენ თვალებს. ჩემო „შხვართალა” ძალიან მიყვარხარ და მენატრები. გთხოვ მალე გამოჩნდი!" -წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

ტრაგედია თბილისში 14 მაისს ღამით დატრიალდა