“ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” - მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ

შამუგია

მტკვარში გადავარდნილი მანქანის ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ძებნა, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მასში მყოფი 2 პირის ცხედარს მაშველებმა გუშინ დილით მიაკვლიეს.

ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. უტა ელიავას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

სოციალური ქსელის მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს:

"მთელი საქართველო(და არა მარტო) შეძრა ამა წლის 15 მაისის გამთენიისას მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ.

საავარიო დარტყმის შედეგად მტკვარში გადავარდნილი მანქანის ოთხი მგზავრიდან ერთი მალევე ამოიყვანეს მაშველებმა, მანქანა ადიდებულ მდინარეში გაუჩინარდა.

სამაშველო სამსახურის სამდღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი, სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ ხერხდება მეოთხე ახალგაზრდის პოვნა.

უმორჩილესად გთხოვთ ყველას,გამოვიჩინოთ გულისხმიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ გამწარებულ ოჯახს დაკარგული  ბიჭის ძებნაში, რამეთუ მხოლოდ  სახელმწიფო სამსახურები უძლური აღმოჩნდნენ. სამძებრო სამუშაოებს ართულებდა  ქარი და წვიმა.

ორივე სანაპირო ზოლზე უამრავი ადამიანი გადაადგილდება,ვარჯიშობენ,თევზაობენ,სეირნობენ,ფოტოებს იღებენ.გთხოვთ ყურადღებას,იქნებ სულაც უბრალო გამვლელმა მოკრას თვალი  რაიმე საეჭვოს წყალში და აცნობოს 112-ს. ღმერთმა დაგლოცოთ. ყველამ ერთად ვეძებოთ გიგა გთხოვთ !