გია ბაღაშვილი პატრიარქზე: თავის დროზე მან გადაგვირჩინა ქართული ესტრადის არწივი, თემურ წიკლაური

თემურ წიკალური და გია ბაღაშვილი

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მას, როგორც ანსამბლ „ივერიის“ წევრმა იმისთვის, რომ თავის დროზე მან გადაგვირჩინა ქართული ესტრადის არწივი, თემურ წიკლაური, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა გია ბაღაშვილმა.

გია ბაღაშვილის თქმით, რომ არა თემურ წიკლაური, არ იქნებოდა არც ანსამბლი „ივერია“, არც სხვა დანარჩენი.

„როდესაც მოხდა დიდი ტრაგედია ჩვენს დიდ ოჯახში, „ივერიაში“, როდესაც პატარა გიორგი წიკლაური მოულოდნელად გარდაიცვალა ხუთი წლის ასაკში, მაშინ 14 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ეს თავზარდამცემი სიტუაცია. პატრიარქი იყო ის, ვინც მოახერხა, რომ მოეტრიალებინა თემურ წიკლაური. მან ასე თქვა, გადაეცით ჩემი თხოვნა, რომ მოვიდეს ამაზე სასაუბროდო. ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისაუბრეს და ამის შემდეგ იყო, რომ იგი დაუბრუნდა სცენას. რომ არა თემური, არ იქნებოდა არც ანსამბლი „ივერია“, არც სხვა დანარჩენი. ეს უშუალოდ ჩვენი ოჯახიდან სამადლობელი და ასეთი რამდენი ოჯახია“, - აღნიშნა გია ბაღაშვილმა.