სალომე ღვინიაშვილის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული
1792440189
„ღალატი არ დამიმსახურებია, რადგან მე არასდროს მიღალატია ჩემი მეგობრებისთვის... ისეთი რაღაცები დაუბრალებიათ, რისი ღირსიც არ ვიყავი“, - ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ გადაცემაში „ნოესთან“ მეგობრებზე საუბრისას განაცხადა.
„ბევრი მეგობარი არ მყავს. მე მაგალითად, ხათუნასი მშურს. ხათუნას დღემდე ჰყავს ის მეგობრები, ბავშვობიდან ერთად მოდიან... ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდა. არ ვიცი, რატომ. მეგობარი ჩემი სულის ნაწილია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. დამეფიცება, რომ ჩემი მეგობრებისთვის შეუძლებელი შემიძლია რომ შევძლო. ერთადერთი, ღალატს ვერ...
ბევრჯერ მიღალატეს. გადის წლები, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ხომ ამბობენ, ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის. ძალიან განვიცდი, ღამეები ვტირი, რატომ?!
ისეთი რაღაცები დაუბრალებიათ, რისი ღირსიც არ ვიყავი... რა თქმა უნდა, ბევრი შემშლია, ბევრი შეცდომა მაქვს ალბათ მეც დაშვებული, იმათაც, მაგრამ ღალატი არ დამიმსახურებია, იმიტომ, რომ მე არასდროს მიღალატია ჩემი მეგობრებისთვის,“ - ამბობს ნინი ქარსელაძე.