გეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

nk

გეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ მიიღო საჭირო ზომები და სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართობით უზრუნველყო.

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის საფრთხის შემცველი ტერიტორიიდან გასახლებულია 30 ოჯახი. მათგან 11 მოსახლე უარს აცხადებდა საცხოვრებლის დატოვებაზე, თუმცა, მერიის ძალისხმევით, მოლაპარაკებების შედეგად მათი ევაკუაციაც გადაწყდა. ამ დროისთვის მონიტორინგის ქვეშ იმყოფება 17 ოჯახი.

ხემაღალსა და ღვერკში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მერიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე კვლავ უარს აცხადებს, ხოლო მეწყრული პროცესების გააქტიურების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში შესვლა მკაცრად შეზღუდულია.