საფრანგეთის ელჩი: ვიხსენებთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიული ომის მსხვერპლთ, მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საფრანგეთის ელჩი

ვიხსენებთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიული ომის მსხვერპლთ, მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი წერს.

მისივე თქმით, საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმების ვალდებულებები.

„ვიხსენებთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიული ომის მსხვერპლთ. ვიმეორებთ საფრანგეთის მოწოდებას რუსეთისადმი, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს თავისი ვალდებულებები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში“, – წერს გასრი.