გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს მიმართავს და მათ მხნეობასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს მიმართავს და მათ მხნეობასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.

კობა კობალაძის განცხადებით, თითოეული ახალგაზრდისთვის ეს დღე ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც მათ დიდ წარმატებამდე მიიყვანს.

„დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო და მინდა, ჩვენი ქვეყნის ყველა აბიტურიენტს, ვინც დღეს, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად, პირველ ნაბიჯს დგამთ, წარმატება და მხნეობა გისურვოთ! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვის, სწორედ დღევანდელი დღე გახდება წარმატების საფუძველი იმ დიდი გზისა, რომელიც დასახულ მიზნამდე გამარჯვებით მიგიყვანთ! ჩვენთვის, თქვენი წარმატებული მომავლისთვის ზრუნვა, უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, სახელმწიფოს თანადგომით, მომავალი თაობების მხარდასაჭერად, უკვე, არა ერთი წელია, სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს. ღრმად მწამს, ჩვენი და თქვენი მშობლების ძალისხმევა, თქვენი მონდომება და მიზანსწრაფულობა, ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და ღირსეულ წვლილს შეიტანთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი საქართველოს აღმშენებლობაში. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა კობალაძემ.