რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.
დავით სონღულაშვილმა ქალაქ ვერონაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinitaly“ წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. მინისტრს გამოფენაზე იტალიელმა კოლეგამ ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ და ვერონას საგამოფენო ცენტრის „Veronafiere“ პრეზიდენტმა ფედერიკო ბრიკოლომ უმასპინძლეს.
გამოფენა „Vinitaly“ იტალიური ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს.
დავით სონღულაშვილმა გამოფენის „Vinitaly“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილზე, კულტურულ ღირებულებებზე და საერთაშორისო ბაზრებზე მისი ადგილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოფენის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურ დირექტორს ჯონ ბარკერს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონგრესს უმასპინძლოს.