გაფრთხილება! ამ ქუჩებზე წყალი 6 საათით შეწყდება - ჩამონათვალი

წყალმომარაგება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

,,ხვალ, 1 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ტეხურის ქ. N 26-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩაატარებს

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 თებერვალს 12:00 საათიდან 1 თებერვლის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

იყალთოს გორის, ლიხაურის, ნატახტარის, ქარელის, ტუსკიას, ბაკურციხის, წინაუბნის, ტეხურის N31-39(კენტებს), N24-34(ლუწებს), ბაკურიანის, დოლიძის N47-143(კენტებს) და N60-144(ლუწებს),ფანასკერტელ-ციციშვილის N20 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.