„ჩემი ცხოვრება დასრულდა...“ - მოკლული 17 წლის ბიჭის დედა
1789109019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
პირველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავის მერიის მუნიციპალური სერვისცენტრის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია “სურსათის ეროვნული სააგენტოს” ზოოვეტერინარი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მომხმარებელს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გადასცა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მესამე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციული გარიგებების აღკვეთის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გააგრძელებს მკაცრ პრევენციულ და ოპერატიულ ღონისძიებებს.