„ფაქტობრივად განწირული ვიყავი...“ - რას იხსენებენ ცნობილი სახეები პატრიარქის შესახებ

მარიკა და ნუცა

საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებას მთელი საქართველო ეხმაურება და მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ილია მეორეს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი არაერთმა მათგანმა გამოაქვეყნა და უწმინდესთან და უნეტარესთან შეხვედრა გაიხსენეს. 

მომღერალი ოთო ნემსაძე წერს, რომ ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს საპატრიარქოში დაიბარა და დალოცა. 

"20 წლის ვიყავი ჯეოსტარში შემთხვევით რომ მოვხვდი, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი.
ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან შორს წავიდოდი, ნახევარფინალი ისე მოვიდა გააზრებაც ვერ მოვასწარი
ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო ტური იყო (სამღერი მქონდა იუდას არია) დამეწყო მაღალი სიცხეებით ანგინა, ფაქტიურად განწირული ვიყავი რომ პროექტს დავტოვებდი.
თუ ზუსტად მახსოვს პარასკევს მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა. გულწრფელად გამიკვირდა და ვერ ვხვდებოდი მე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი.
დიდი ხანი რომ არ გამიგრძელდეს სიონში ვნახე ჩვენი პატრიარქი და შეხვედრის ბოლოს მეუბნება
“ჯეოსტარს რომ მოიგებ მერე რა უნდა გააკეთოო”
დაბნეულმა ვუთხარი, რომ კარგად მოვიქცევითქო. მასაც და ყველას საკურთხეველში გაეღიმათ…
არასდროს არ მიგრძვნია მსგავსი არაფერი ჩემს ცხოვრებაში, ვერც ის გავიგე ჩემი სიცხე და წითელი ყელი სად გაქრა…..
ამის შემდეგ სულ მგონია რომ დიდი მფარველობა მაქვს …..
ყველაფერს უყურებდა და ყველაფერი იცოდა  
მადლობა ჩემო პატრიარქო  "- წერს ოთო ნემსაძე. 

პატრიარქს არაერთხელ შეხვდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე. 

"დღეს ძალიან მძიმე დღეა, საქართველომ უდიდესი ადამიანი დაკარგა. ჩვენი უდიდესი პატრიარქი სითბო, ძალა და რწმენა იყო ყველასთვის. მისი ლოცვა ბევრისთვის იყო იმედი და გზა. 17 წლიდან ყველა კონკურსზე სადაც მივდიოდი, ყოველთვის მაკურთხებდა, ეს ჩემთვის უდიდესი ძალა და სულიერი მხარდაჭერა იყო" - წერს ნუცა ბუზალაძე. 

"როგორი ბედნიერი ვიყავი ამ დღეს… სულ მინდოდა, რომ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს შევხვედრილიყავი და, როცა შევხვდი, მისი თბილი ხელი თავზე დამადო და მისი სიკეთით სავსე ხმით დამლოცა ეს არასდროს დამავიწყდება.
იმ დღიდან, როგორ გითხრათ, ცხოვრება ახლიდან დავიწყე ყველა შეცდომას ვუკვირდებოდი და ვცდილობდი გამომესწორებინა. ვერასდროს წარმომედგინა, ეს დღე თუ დადგებოდა…
მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ამ უდიდეს ქვეყნის ტკივილს. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს…
დღეს რომ გავიღვიძე, თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც უდიდესი ნაწილი მოაკლდა. ალბათ ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი…
უმძიმესი და უდიდესი ტკივილით სავსე დღე გაგვითენდა მართლმადიდებელ ქართველებს. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით… ჩვენი ქვეყნის უდიდესი ეპოქა 17.03.2026 წელს დასრულდა.
უწმინდესო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ… " - წერს ნიკოლოზ ხარატი. 

9 წლის ასაკში დალოცა პატრიარქმა მომღერალი მარიკა თხელიძე და კადრები დღემდე შემონახული აქვს. 

"9 წლის ვიყავი როდესაც ლილიკო ნემსაძის სააღდგომო სიმღერა ჩავწერე ანსამბლ "ქართულ ხმებთან" ერთად. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. პატრიარქმა მოისმინა. შემდეგ უდიდესი პატივი მხვდა წილად და მას შევხვდი. შობის ხატი მაჩუქა და დამლოცა. ხატს იმ წამსვე ვემთხვიე და როგორი სიხარულით მიყურებს ფოტოზეც ჩანს. სიკეთით და სიყვარულით სავსე უწმინდესი. გულში სითბო და სიყვარული მეღვრება, გული მიჩუყდება ფოტოს რომ ვუყურებ, მახსენდება მასთან შეხვედრა, დიდება და მადლობა უფალს, მადლობა ჩვენს პატრიარქს" - წერს მარიკა თხელიძე.