1784020802
ეზოთერიკოსი გოგა მანია იუბილარია - ექსკლუზიურად, „პრაიმ ტაიმისთვის“ დაბადების დღეზე გამხელილი ამბავი
ეზოთერიკოსი გოგა მანია იუბილარია. ამ დღის აღსანიშნავად „პრაიმტაიმი“ მას დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორ ხვდება იუბილეს, რას უსურვებს საკუთარ თავს და რა გეგმები აქვს მომავალში.
გოგა მანია ამბობს, რომ დაბადების დღე მისთვის მხოლოდ დღესასწაული არ არის – ეს არის საკუთარი ცხოვრების გადაფასებისა და ახალი მიზნების დასახვის დრო.
„ყოველი დაბადების დღე ახალი ეტაპის დასაწყისია. მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ჩემ გვერდით არის და სიყვარულს გამოხატავს. ყველაზე დიდი სურვილი ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიკეთეა – როგორც ჩემთვის, ისე მთელი საქართველოსთვის“, – ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“.
მისივე თქმით, არაერთი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი, მათ შორის, ხალხთან შეხვედრები და ახალი პროგნოზების გაზიარება.
როგორც აღმოჩნდა, დაბადების დღეს , მას 3 ტორტის ჩაქრობის ცერემონია აქვს.
"პირველი ასახავს დაბადებას, მეორე - თავიდან დაბადებას, ტრანსფორმაციას, ხოლო მესამე უკვე ასახავს ახლანდელ რეალურ ასაკს...
მინდა, ადამიანებს კიდევ უფრო მეტი პოზიტივი და იმედი მივცე. ვფიქრობ, რთულ პერიოდშიც კი მნიშვნელოვანია, რწმენა არ დავკარგოთ და წინ ვიაროთ“,- ამბობს გოგა მანია.










